Accessibility links

დონალდ ტრამპი ჰამბურგში ჩავიდა, დიდი ოცეულის სამიტისთვის


აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა, ჰამბურგში ჩასვლის შემდეგ შეხვედრა გამართა გერმანიის კანცლერთან, ანგელა მერკელთან - დიდი ოცეულის სამიტში მონაწილეობის მიღების წინ. ორმა ლიდერმა მოკლედ განიხილა მთავარი საკითხები, რომლებიც სამიტის დღის წესრიგში იქნება - მათ შორის ვაჭრობა და კლიმატის ცვლილებები. მოელიან, რომ ჰამბურგში დიდი ოცეულის სამიტი ათასობით დემონსტრანტის მიერ მოწყობილი საპროტესტო აქციის ფონზე გაიმართება. უსაფრთხოებას 20,000-მდე პოლიციელი დაიცავს. ჰამბურგამდე ტრამპი იმყოფებოდა ვარშავაში, სადაც მან რუსეთს მოუწოდა, შეწყვიტოს დესტაბილიზაციის გამომწვევი ქმედება უკრაინაში და სხვა ქვეყნებში და შეწყვიტოს სირიისა და ირანის მხარდაჭერა.

XS
SM
MD
LG