Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სტრასბურგის სასამართლო დაჩქარებულად განიხილავს აფგან მუხთარლის სარჩელს


ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო დაჩქარებულად განიხილავს აზერბაიჯანელი ჟურნალისტის, აფგან მუხთარლის სარჩელს. მისი ადვოკატის, არჩილ ჩოფიკაშვილის განცხადებით, სტრასბურგის სასამართლომ საქმეს, ”აფგან მუხთარლი საქართველოს და აზერბაიჯანის წინააღმდეგ” პრიორიტეტი მიანიჭა, რაც იმას ნიშნავს, რომ სარჩელი დაჩქარებული წესით განიხილება. აზერბაიჯანელი ჟურნალისტი, აფგან მუხთარლი თბილისიდან 29 მაისს გაუჩინარდა, მეორე დღეს კი ცნობილი გახდა, რომ ის აზერბაიჯანში დააკავეს საზღვრის დარღვევის და ვალუტის კონტრაბანდის ბრალდებებით. საქართველოში საქმე აღძრულია თავისუფლების უკანონოდ აღკვეთის მუხლით და მას თბილისის ერთ-ერთი რაიონის პოლიცია იძიებს. აფგან მუხთარლის ადვოკატები მოითხოვენ, რომ საქმე მთავარმა პროკურატურამ გამოიძიოს, რადგან ჟურნალისტის ინფორმაციით, თბილისიდან მის გატაცებაში მონაწილეობდნენ პოლიციის ფორმიანი პირები, რომლებიც ქართულად საუბრობდნენ. თავის მხრივ, საქართველოს ხელისუფლება გამორიცხავს აფგან მუხთარლის საქმესთან სახელმწიფო სტრუქტურების კავშირს.

XS
SM
MD
LG