Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ჰამბურგში გაიმართა დონალდ ტრამპის და ვლადიმირ პუტინის შეხვედრა


ჰამბურდში, დიდი ოცეულის სამიტის კულუარებში გაიმართა აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის და რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმირ პუტინის შეხვედრა, რომელიც დაგეგმილი 35 წუთის ნაცვლად ორ საათზე დიდხანს გაგრძელდა. შეხვედრამდე ჟურნალისტებისთვის გაკეთებულ მოკლე განცხადებებში ტრამპმა განაცხადა, რომ მოუთმენლად ელოდა "ბევრ ძალიან პოზიტიურ რამეს" მოსკოვისთვის და ვაშინგტონისთვის. ტრამპმა "პატივი" უწოდა რუსეთის პრეზიდენტთან შეხვედრას, პუტინმა კი განაცხადა, რომ "მოხარულია" ამერიკის პრეზიდენტთან შეხვედრით. პრეზიდენტებმა შეხვედრის დაწყებამდე არ უპასუხეს ჟურნალისტების შეკითხვებს.

XS
SM
MD
LG