Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სოფელ ბერშუეთში, საოკუპაციო ზოლთან მიმდინარეობს სტუდენტების საპროტესტო აქცია


გორის რაიონის სოფელ ბერშუეთში, სადაც რუსეთის სამხედროებმა ახლახან საოკუპაციო ხაზი გადმოსწიეს, მიმდინარეობს სტუდენტების საპროტესტო აქცია ოკუპაციის წინააღმდეგ. სტუდენტებმა ცოცხალი ჯაჭვი შეკრეს, ისინი სკანდირებდნენ ოკუპაციის საწინააღმდეგო ლოზუნგებს. საოკუპაციო ზოლიდან რამდენიმე ათეულ მეტრში სტუდენტები კარვებს შლიან და დღევანდელი ღამის გათენებას იქ აპირებენ. საოკუპაციო ხაზის გადმოწევის შედეგად ერთ-ერთი ადგილობრივი ფერმერის ათი ჰექტარი მიწის ნაკვეთი საოკუპაციო ზოლში აღმოჩნდა. საქართველოს ხელისუფლებამ დაგმო საოკუპაციო ხაზის გადმოწევის ფაქტი და იმედი გამოთქვა, რომ საერთაშორისო თანამეგობრობა უყურადღებოდ არ დატოვებს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მორიგ ხელყოფას.

XS
SM
MD
LG