Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კარლოვი-ვარის კინოფესტივალზე ჟიურის საგანგებო პრემია მიენიჭა მარიამ ხაჭვანის ფილმს "დედე"


ჩეხეთის საკურორტო ქალაქ კარლოვი-ვარიში გამართულ კინოფესტივალზე ჟიურის საგანგებო პრემია მიენიჭა ქართველი რეჟისორის, მარიამ ხაჭვანის ფილმს "დედე", რომელიც წარმოდგენილი იყო პროგრამაში East to the West (დასავლეთის აღმოსავლეთით). ეს ახალგაზრდა რეჟისორის პირველი სრულმეტრაჟიანი მხატვრული ფილმია. "ფილმით შევეცადე გამომეხატა ჩემი დამოკიდებულება თავისუფლებისადმი, ფილმი არის სიყვარულზე, თავისუფლებაზე, ტრადიციებზე და სვანეთზე, სვანეთის ლამაზ ბუნებასა და სვანეთში ცხოვრებაზე" - მოკლედ ასე დაახასიათა "დედე" რეჟისორმა რადიო თავისუფლებასთან საუბარში. მარიამ ხაჭვანის ფილმს საქართველოში მაყურებელი ნოემბრიდან იხილავს.

XS
SM
MD
LG