Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მერკელმა დაიცვა სამიტის ჰამბურგში გამართვის გადაწყვეტილება, ძალადობრივი დემონსტრაციების მიუხედავად


გერმანიის კანცლერმა, ანგელა მერკელმა დაიცვა თავისი გადაწყვეტილება დიდი ოცეულის სამიტის ჰამბურგის მჭიდროდ დასახლებულ რაიონში გამართვის შესახებ, მიუხედავად იმისა, რომ მან ამავე დროს დაგმო იმ რაიონში გამართული ძალადობრივი საპროტესტო აქციები. 8 ივლისის პრესკონფერენციაზე მერკელმა განაცხადა, რომ ლოგისტიკის თვალსაზრისით, ამ მასშტაბის ღონისძიების გამართვას დიდი ქალაქი ესაჭიროებოდა, სასტუმროთა ინფრასტრუქტურით. ამავე დროს, მერკელმა ჰამბურგის სიმბოლურ მნიშვნელობასაც გაუსვა ხაზი ვაჭრობისთვის - როგორც გერმანიის უდიდესი საპორტო ქალაქის. მერკელის თქმით, მთავრობა კომპენსაციას გამოუყოფს მათ, ვისი ქონებაც სამიტის საწინააღმდეგო აქციების დროს დაზიანდა. ოფიციალური მონაცემებით, სამიტის ბოლო დღეს შეტაკებების დროს დაშავდა სულ მცირე 213 პოლიციელი. გლობალიზაციის მოწინააღმდეგე დემონსტრანტებს შორის დაშავებულთა რაოდენობა ჯერჯერობით უცნობია. დააკავეს ათეულობით ადამიანი, მათგან სულ მცირე 23-ს ბრალი წაუყენეს.

XS
SM
MD
LG