Accessibility links

უკრაინის პრეზიდენტი ტილერსონის ვიზიტს აფასებს აშშ-ის მხარდაჭერის დეკლარირებად


უკრაინის პრეზიდენტის, პეტრო პოროშენკოს განცხადებით, კიევში აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, რექს ტილერსონის ვიზიტი წარმოადგენს "მძლავრ" სიგნალს, რომ აშშ მის ქვეყანას მხარს უჭერს. 9 ივლისს კიევში გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე ტილერსონმა და პოროშენკომ განაცხადეს, რომ აღმოსავლეთ უკრაინაში აშშ-ის ახლადდანიშნული საგანგებო წარმომადგენელი, კურტ უოლკერი, კიევში კიდევ რამდენიმე დღის განმავლობაში დარჩება იმ მიზნით, რომ იქ უხელმძღვანელოს კონფლიქტის დასრულებისკენ მიმართული მინსკის ხელშეკრულების ამოქმედებას. ტილერსონის თქმით, აშშ იმედგაცრუებულია მინსკში 2 წლის წინ მიღწეული შეთანხმებების ამოქმედების პროცესში პროგრესის არარსებობით. ტილერსონის განცხადებით, უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენამდე ვაშინგტონი რუსეთს არ მოუხსნის სანქციებს. აღმოსავლეთ უკრაინაში კიევსა და რუსეთის მხარდაჭერით მოქმედ სეპარატისტებს შორის მიმდინარე ომს, რომელიც 2014 წელს დაიწყო, ემსხვერპლა 10,000-ზე მეტი ადამიანი.

გამოიწერეთ ჩვენი YouTube-ის არხი:

XS
SM
MD
LG