Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ერაყის პრემიერ-მინისტრი „დიად გამარჯვებას“ უწოდებს მოსულის „ისლამური სახელმწიფოსგან“ გათავისუფლებას


ერაყის პრემიერ-მინისტრმა, ჰაიდერ ალ-აბადიმ მისი ქვეყნის შეიარაღებულ ძალებს გამარჯვება მიულოცა რვა თვის განმავლობაში გაგრძელებულ ბრძოლაში, ქალაქ მოსულის ჯიჰადისტთა მმართველობისგან გათავისუფლების მიზნით. გავრცელებულ განცხადებაში პრემიერის ოფისი წერს, რომ ჰაიდერ ალ-აბადი, როგორც შეიარაღებული ძალების მთავარსარდალი, „გათავისუფლებულ მოსულში ჩავიდა და გმირ მებრძოლებს და ერაყელ ხალხს დიადი გამარჯვება მიულოცა“.აშშ-ის ხელმძღვანელობით მოქმედი კოალიციის მხარდაჭერით, ერაყის სამხედროებმა მოსულის გასათავისუფლებელი ოპერაცია ოქტომბერში დაიწყეს. შეტევა ქალაქის აღმოსავლეთიდან დაიწყო და შემდეგ ინტენსიურ ბრძოლაში გადაიზარდა ჯერ დასავლეთ ნაწილის, შემდეგ კი ქალაქის ძველი ნაწილის დასაკავებლად - რომელიც „ისლამური სახელმწიფოს“ ექსტრემისტთა უკანასკნელი ბასტიონი იყო. მოსული ყველაზე დიდი ქალაქი იყო ექსტრემისტთა კონტროლის ქვეშ, მისთვის ბრძოლას დიდძალი მსხვერპლი მოჰყვა, მათ შორის ათასობით სამოქალაქო პირი. გაეროს შეფასებით, მილიონამდე ადამიანს საცხოვრებელი ადგილების დატოვება მოუწია. ოფიციალური პირები გამოდიან გაფრთხილებით, რომ მოსულისთვის ძირითადი ბრძოლა დასრულდა, მაგრამ ექსტრემისტებმა შესაძლოა კვლავ განახორციელონ ცალკეული თავდასხმები.

XS
SM
MD
LG