Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სირიაში ამოქმედდა აშშ-რუსეთის შუამავლობით დადებული ზავი


სირიის სამხრეთ-დასავლეთში 10 ივლისიდან ამოქმედდა აშშ-ისა და რუსეთის შუამავლობით შემუშავებული ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი. ზავის შესახებ შეთანხმება 7 ივლისს, ჰამბურგში, დიდი ოცეულის სამიტზე გამოცხადდა და მასში მონაწილეობენ აშშ, რუსეთი და იორდანია. ლონდონში მოქმედი სირიის ადამიანის უფლებათა ობსერვატორიის თანახმად, ზავის ამოქმედების პირველ დღეს მხოლოდ მცირე მასშტაბის ძალადობას ჰქონდა ადგილი. რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის განცხადებით, ზავს ზედამხედველობას გაუწევს რუსეთის სამხედრო პოლიცია, "იორდანიელებთან და ამერიკელებთან კოორდინირებით". თეთრი სახლის მიიჩნევს, რომ ზავი სირიის სამხრეთ-დასავლეთში, "მნიშვნელოვანი ნაბიჯია" საბოლოო მშვიდობის დასამყარებლად.

XS
SM
MD
LG