Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სერგეი ლავროვი: ნატო საქართველოსთან დაახლოვებით ცდილობს ფეხი მოიკიდოს ამიერკავკასიაში


10 ივლისს მოსკოვში გაიმართა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვისა და თვითგამოცხადებული სამხრეთ ოსეთის საგარეო საქმეთა მინისტრ დმიტრი მედოევის ერთობლივი პრესკონფერენცია, რომელზეც რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა ნატო და საქართველო დაადანაშაულა ამიერკავკასიაში შექმნილი დესტაბილიზაციით. „ამიერკავკასიის რეგიონში ნარჩუნდება არასტაბილური ვითარება, რაც პროვოცირებულია მათ შორის საქართველოს მიერ, რომელსაც სურს ფეხი მოიკიდოს ნატოში. ამით კი ნატოს სურს რეგიონში პოზიციების გამყარება. ამ ვითარებაში განსაკუთრებით მნიშვნელოვანია რუსეთის, სამხრეთ ოსეთისა და, რა თქმა უნდა, ჩვენი აფხაზი მოკავშირეების შეთანხმებული მოქმედება. ჩვენ მომავალშიც ვიმოქმედებთ ერთობლივად, რათა ნეიტრალიზებულ იქნას ამიერკავკასიის მშვიდობისა და უსაფრთხოების წინაშე მდგარი საშიშროება“, - განაცხადა სერგეი ლავროვმა. მისი თქმით, ამ ძალისხმევისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი ადგილი ჟენევის დისკუსიებია, რომლის ფარგლებშიც რუსეთის მთავარ ამოცანას წარმოადგენს ძალის გამოუყენებლობის შესახებ შეთანხმების დადება. ამ დოკუმენტს მხარს უჭერს საქართველოც, თუ მას ხელს მოაწერს რუსეთი. მოსკოვი კი მიიჩნევს, რომ მსგავსი შეთანხმება თბილისმა აფხაზეთთან და სამხრეთ ოსეთთან უნდა გააფორმოს.

XS
SM
MD
LG