Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კულტურის მინისტრმა დაადასტურა ბაგრატის ტაძრის ამოღება იუნესკოს ნუსხიდან


საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრ მიხეილ გიორგაძის განცხადებით, ბაგრატის ტაძრის კულტურული მემკვიდრეობის ნუსხიდან ამოღება წინა ხელისუფლების დროს ჩატარებულ სამუშაოებს უკავშირდება. მინისტრის თქმით, იუნესკოს განცხადებაში წერია, რომ "ბაგრატმა დაკარგა ზოგადსაკაცობრიო ღირებულება, გამოუსწორებელი ჩარევის შედეგად, რომელიც სარეაბილიტაციო სამუშაოების დროს განხორციელდა". მიხეილ გიორგაძის თქმით, ყველანაირი შანსი ჯერ კიდევ 2010 წლიდან არის სრულიად დაკარგული და ერთადერთი მიზეზი, რატომაც 2010 წელშივე არ ამოიღეს ბაგრატის ტაძარი ნუსხიდან, იყო სწორედ ის, რომ მას გადაყვებოდა გელათი და იუნესკომ სახელმწიფოს მისცა გელათის გადარჩენის შანსი. ”ჩვენ ეს ბოლო რამდენიმე წლის რთული და ინტენსიური მუშაობის შედეგად მოვახერხეთ, განვაცალკევეთ ძეგლები და გელათი შევუნარჩუნეთ ჩვენს ქვეყანას იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ნუსხაში, რაც სრულიად უპრეცენდენტო შემთხვევაა.”, - აღნიშნა მიხეილ გიორგაძემ.

XS
SM
MD
LG