Accessibility links

ერაყის პრემიერ-მინისტრმა ოფიციალურად გამოაცხადა მოსულში გამარჯვების შესახებ


ერაყის პრემიერ-მინისტრმა ჰაიდერ ალ-აბადიმ 10 ივლისს ოფიციალურად გამოაცხადა ქალაქ მოსულში ექსტრემისტების გაერთიანება „ისლამურ სახელმწიფოზე“ გამარჯვების შესახებ. ეს არის ექსტრემისტების უდიდესი მარცხი სამი წლის წინ სახალიფოს გამოცხადების შემდეგ. ჰაიდერ ალ-აბადის განცხადებამდე რამდენიმე საათით ადრე ჯერ კიდევ ვრცელდებოდა ცნობები მოსულში ინტენსიური ბრძოლების შესახებ. ახლაც არ არის ნათელი, დასრულდა თუ არა შეტაკებები. ერაყის პრემიერ-მინისტრი 9 ივლისს ჩავიდა მოსულში, ჯარისკაცებისათვის მისალოცად. „ისლამურმა სახელმწიფომ“ მოსული დაიპყრო 2014 წელს, როცა მისმა მებრძოლებმა კონტროლი დაამყარეს ჩრდილო-დასავლეთ ერაყის დიდ ნაწილზე. შემდეგ ექსტრემისტებმა სახალიფო გამოაცხადეს ერაყსა და სირიაში გაკონტროლებულ ტერიტორიებზე. ერაყის ჯარებმა, რომელთაც შეერთებული შტატები ეხმარება, შარშან ოქტომბერში დაიწყეს ოპერაცია მოსულის ასაღებად.

XS
SM
MD
LG