Accessibility links

საკონსტიტუციო სასამართლო განიხილავს ხუთი რელიგიური ორგანიზაციის სარჩელს


საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პირველი კოლეგია არსებითად განიხილავს 5 რელიგიური ორგანიზაციის სარჩელს პარლამენტის წინააღმდეგ. დავის საგანია სახელმწიფო ქონების შესახებ საქართველოს კანონის მუხლი, რომლის თანახმად, სახელმწიფო ქონების უსასყიდლოდ გადაცემის შესაძლებლობა არსებობს მხოლოდ მართლმადიდებელი ეკლესიისთვის. მოსარჩელე მხარეს წარმოადგენენ „საქართველოს ევანგელურ-ბაპტისტური ეკლესია,“ „საქართველოს ევანგელურ-ლუთერული ეკლესია,“ „სრულიად საქართველოს მუსლიმთა უმაღლესი სასულიერო სამმართველო,“ „დახსნილ ქრისტიანთა საღვთო ეკლესია“ და „სახარების რწმენის ეკლესია.“ 5 რელიგიური ორგანიზაცია პარლამენტთან სადავოდ ხდის წესს, რომელიც ადგენს საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილების საფუძველზე სახელმწიფო ქონების უსასყიდლოდ გადაცემის შესაძლებლობას მართლმადიდებელი ეკლესიისთვის. მოსარჩელეთა შეფასებით, სადავო ნორმა დისკრიმინაციულია და ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციას.

XS
SM
MD
LG