Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ერგნეთში შეხვედრაზე განიხილება ბერშუეთთან შექმნილი მდგომარეობა


ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონთან მოსაზღვრე სოფელ ერგნეთში მიმდინარეობს ინციდენტების პრევენციის და მათზე რეაგირების სამუშაო ჯგუფების შეხვედრა. მისი დღის წესრიგის უმთავრესი საკითხია გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ბერშუეთთან ე.წ. საზღვრის აღმიშვნელი ახალი ბანერის დადგმა, რის შედეგადაც ოკუპირებულ ტერიტორიაზე მოექცა ადგილობრივი მცხოვრების, გია ხოდელის მიწის ნაკვეთი. შეხვედრის დაწყებამდე საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანალიტიკური დეპარტამენტის დირექტორის მოადგილემ, კახა ქემოკლიძემ განაცხადა, რომ ქართული მხარე მზად არის ოსურ და რუსულ მხარეებს წარუდგინოს ოფიციალური დოკუმენტი, რომელიც ადასტურებს, რომ მიწის ნაკვეთი კერძო მფლობელის საკუთრებაა. რადიო თავისუფლების კორესპონდენტი ერგნეთიდან იუწყება, რომ დღევანდელ შეხვედრას სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო ხელისუფლებიდან ესწრება არა მუდმივი წარმომადგენელი დავით სანაკოევი, არამედ დე ფაქტო რესპუბლიკის საგარეო საქმეთა ყოფილი მინისტრი, მურად ჯიოევი. მან შეხვედრის დაწყებამდე მხოლოდ ის განაცხადა, რომ სანაკოევს დროებით ცვლის.

XS
SM
MD
LG