Accessibility links

"ნიუ-იორკ ტაიმსი": ტრამპის შვილმა იცოდა, რომ მოსკოვი იყო ჰილარი კლინტონისათვის საზიანო ინფორმაციის წყარო


გაზეთ "ნიუ-იორკ ტაიმსის" ინფორმაციით, შეერთებული შტატების პრეზიდენტის შვილი, უმცროსი დონალდ ტრამპი მამის წინასაარჩევნო კამპანიის დროს შეხვდა რუს ადვოკატს ისე, რომ წინასწარ ჰქონდა მიღებული ცნობა რუსეთის მთავრობის ხელში ჰილარი კლინტონის კანდიდატურისათვის საზიანო ინფორმაციის არსებობის შესახებ. "ნიუ-იორკ ტაიმსი" სამ ანონიმურ წყაროს იშველიებს, როცა წერს, რომ პუბლიცისტმა რობ გოლდსტოუნმა, რომელიც 2016 წელს უმცროსი დონალდ ტრამპისა და რუსი ადვოკატის, ნატალია ვესელნიცკაიას შეხვედრის ორგანიზატორი იყო, პრეზიდენტის ვაჟიშვილს გაუგზავნა ელექტრონული წერილი და მასში ნათქვამი იყო, რომ კრემლია აშშ-ის პრეზიდენტობის დემოკრატი კანდიდატის, ჰილარი კლინტონისათვის პოტენციურად საზიანო ინფორმაციის წყარო და რომ ინფორმაცია არის ნაწილი რუსეთის მთავრობის ძალისხმევისა, გააძლიეროს დონალდ ტრამპის კანდიდატურა. გოლდსტოუნს არ გაუკეთებია კომენტარი "ნიუ-იორკ ტაიმსის" ამ ცნობაზე ელფოსტით გაგზავნილი წერილის შესახებ.

XS
SM
MD
LG