Accessibility links

აშშ-ის პრეზიდენტს არ სურს, შეიზღუდოს მისი უფლებამოსილება რუსეთის მიმართ სანქციების საკითხში


თეთრი სახლი ცდილობს, ცვლილებები შეიტანოს სენატის მიერ მომზადებულ კანონპროექტში, რომელიც ითვალისწინებს ახალ მკაცრ სანქციებს რუსეთის წინააღმდეგ. თეთრი სახლის ოფიციალური წარმომადგენლების განმარტებით, მიზანია, ახალი კანონით არ შეიზღუდოს პრეზიდენტის მიერ სანქციების გაუქმების, ან შემოღების უფლებამოსილება. სენატში დიდი უმრავლესობით დაამტკიცეს კანონპროექტი რუსეთის წინააღმდეგ ახალ სანქციებზე, შეერთებულ შტატებში 2016 წლის არჩევნებში მოსკოვის სავარაუდო ჩარევის გამო. მაგრამ წარმომადგენელთა პალატაში ჯერ არ მიუღიათ ეს კანონპროექტი, რომელიც ირანის მიმართ ახალ სანქციებსაც ითვალისწინებს. როგორც იუწყებიან, პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ადმინისტრაცია მხარს უჭერს რუსეთისა და ირანის მიმართ ახალ სანქციებს, მაგრამ ეწინააღმდეგება ზომას, რომელიც კონგრესს გაცილებით უფრო მეტ უფლებამოსილებას ანიჭებს სანქციების საკითხში. კერძოდ, კანონპროექტით, თუ პრეზიდენტი ტრამპი შეეცდება შეამსუბუქოს, ან გააუქმოს მოსკოვის წინააღმდეგ კანონით გათვალისწინებული სანქციები, კონგრესს ეძლევა ამ გადაწყვეტილების განხილვის უფლება.

გამოიწერეთ ჩვენი YouTube-ის არხი:

XS
SM
MD
LG