Accessibility links

სტამბულში გაიმართა აშშ-ის სახელმწიფო მდივნისა და აზერბაიჯანის პრეზიდენტის შეხვედრა


აშშ-ის სახელმწიფო მდივანი რექს ტილერსონი თურქეთში შეხვდა აზერბაიჯანის პრეზიდენტ ილჰამ ალიევს. შეხვედრა გაიმართა 10 ივლისს სტამბულში, სადაც ორივე დესწრო ნავთობმრეწველობის მსოფლიოს კონგრესს. აზერბაიჯანის პრეზიდენტის ვებსაიტზე გამოქვეყნებული ინფორმაციით, შეხვედრის დროს იმსჯელეს ორმხრივ ურთიერთობაზე, ენერგეტიკის სფეროში თანამშრომლობაზე და ვითარებაზე მთიანი ყარაბაღის გარშემო. ბაქო აცხადებს ასევე, რომ საუბარი შეეხო აზერბაიჯანში პოლიტიკურ და ეკონომიკურ ვითარებას. აზერბაიჯანის მმართველ რეჟიმს ადანაშაულებენ პოლიტიკური ოპონენტების დევნასა და მედიის თავისუფლების შეზღუდვაში.

გამოიწერეთ ჩვენი YouTube-ის არხი:

XS
SM
MD
LG