Accessibility links

სირიელი აქტივისტების ინფორმაციით, ცოცხალი აღარ არის „ისლამური სახელმწიფოს“ ლიდერი


ლონდონში დაფუძნებულ ორგანიზაცია „სირიის ადამიანის უფლებათა ობსერვატორიის“ ინფორმაციით, ცოცხალი აღარ არის „ისლამური სახელმწიფოს“ ლიდერი, აბუ ბაქრ ალ-ბაღდადი. „ობსერვატორიის“ ხელმძღვანელმა, რამი აბდელ რაჰმანმა 11 ივლისს განაცხადა, რომ ალ-ბაღდადი დაიღუპა აღმოსავლეთ სირიაში მდებარე დეირ ალ-ზორის პროვინციაში. მას არ უთქვამს, როდის და როგორ მოხდა ეს. საინფორმაციო სააგენტო „როიტერსის“ თანახმად, პენტაგონის ხელთ არ არის ინფორმაცია ალ-ბაღდადის სიკვდილის თაობაზე. დღესვე ერაყის ტელევიზიამ „ისლამური სახელმწიფოს“ წყაროზე დაყრდნობით დაადასტურა ალ-ბაღდადის სიკვდილი. ხოლო ერთი თვის წინ რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ, სავარაუდოდ, მოკლა ალ-ბაღდადი 28 მაისს სირიის ქალაქ რაყის მახლობლად საჰაერო იერიშის დროს. მანამდე არაერთხელ გავრცელებულა არასწორი ინფორმაცია ალ-ბაღდადის სიკვდილზე.

გამოიწერეთ ჩვენი YouTube-ის არხი:

XS
SM
MD
LG