Accessibility links

რადიო თავისუფლება მოითხოვს თურქმენეთში დაპატიმრებული ჟურნალისტის გათავისუფლებას


რადიო თავისუფალი ევროპა/რადიო თავისუფლება გამოდის მოწოდებით, გათავისუფლებულ იქნეს თურქმენი ჟურნალისტი, სეფარმამედ ნეფესკულიევი, რომელიც ორი წლის წინ დააპატიმრეს, უფლებადამცველების შეფასებით, პოლიტიკურად მოტივირებული ბრალდებების საფუძველზე. ნეფესკულიევი 2015 წლის 7 ივლისს გაუჩინარდა და ორი კვირა იყო მოკლებული გარე სამყაროსთან კონტაქტს, ვიდრე თურქმენეთის სასამართლო დამნაშავედ ცნობდა ნარკოტიკების მოხმარებასთან დაკავშირებული ბრალდებით. უფლებადამცველები ჟურნალისტის დაპატიმრებას მიიჩნევენ თურქმენეთის რეჟიმის ანგარიშსწორებად კრიტიკული რეპორტაჟებისთვის. რადიო თავისუფლებისათვის მომზადებულ ვიდეორეპორტაჟებში, ნეპესკულიევი ასახავდა ინფრასტრუქტურულ პრობლემებსა და ეკონომიკურ უთანასწორობას დასავლეთ თურქმენეთში. თურქმენეთში რადიო თავისუფალი ევროპა/რადიო თავისუფლების არაერთი კორესპონდენტი და შტატგარეშე თანამშრომელი გამხდარა ფიზიკური თავდასხმის, მუქარისა და, უფლებადამცველების შეფასებით, უსაფუძვლო სამართლებრივი დევნის სამიზნე.

გამოიწერეთ ჩვენი YouTube-ის არხი:

XS
SM
MD
LG