Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ტრამპის შვილმა იცოდა კლინტონის კანდიდატურის წინააღმდეგ რუსეთის ნაბიჯებზე


აშშ-ის პრეზიდენტის ვაჟიშვილმა, უმცროსმა დონალდ ტრამპმა გამოაქვეყნა ელფოსტით შარშანდელი წინასაარჩევნო კამპანიის პერიოდის მიმოწერა, რომლის თანახმადაც რუსეთის პროკურორი დონალდ ტრამპის საარჩევნო გუნდს სთავაზობს ჰილარი კლინტონის კანდიდატურისათვის საზიანო ინფორმაციას. კერძოდ, უმცროსი დონალდ ტრამპისათვის 2016 წლის 3 ივნისს გაგზავნილ წერილში, პუბლიცისტი რობ გოლდსტოუნი წერს, რომ რუსეთის პროკურორი ტრამპის გუნდს სთავაზობს კომპრომატებს პრეზიდენტობის დემოკრატ კანდიდატზე, ჰილარი კლინტონზე. ელფოსტით მიღებულ წერილზე უმცროსი დონალდ ტრამპის პასუხია: თუ მართლა ისეა, თქვენ როგორც ამბობთ, ეს ძალიან მომწონსო. აშშ-ის ისუტიციის სამინისტრო და კონგრესის კომიტეტები აწარმოებენ გამოძიებას შარშანდელ არჩევნებში რუსეთის სავარაუდო ჩარევასთან დაკავშირებით. უმცროსი დონალდ ტრამპის მიერ გამოქვეყნებული მიმოწერა არის პირველი სამხილი, რომ ტრამპის გუნდის წევრი შეგნებულად დაუკავშირდა რუსეთის მთავრობის ძალისხმევას, სავარაუდოდ, დახმარებოდა დონალდ ტრამპს 2016 წლის არჩევნების მოგებაში. უმცროსი დონალდ ტრამპი აქტიურად მონაწილეობდა მამის საარჩევნო კამპანიაში. 10 ივლისს გაზეთმა „ნიუ-იორკ ტაიმსმა“ ანონიმურ წყაროებზე დაყრდნობით გაავრცელა ინფორმაცია, რომ უმცროსი ტრამპისათვის საარჩევნო კამპანიის დროს იყო ცნობილი, რომ კრემლი იყო ჰილარი კლინტონის საწინააღმდეგო კომპრომატების წყარო და რომ რუსეთის მთავრობა ცდილობდა დონალდ ტრამპის კანდიდატურის გაძლიერებას.

XS
SM
MD
LG