Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პრემიერ-მინისტრმა ენერგეტიკის მინისტრად ილია ელოშვილი დანიშნა


საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა ენერგეტიკის მინისტრად ილია ელოშვილი დანიშნა. მას დღემდე ეკავა მინისტრის პირველი მოადგილის თანამდებობა. ილია ელოშვილმა შეცვალა კახა კალაძე, რომელიც პარტიამ, „ქართულმა ოცნებამ“ წარადგინა თბილისის მერობის კანდიდატად. კახა კალაძის გადადგომის შემდეგ ვაკანტური გახდა ვიცე-პრემიერის თანამდებობაც. პრემიერ-მინისტრის, გიორგი კვირიკაშვილის გადაწყვეტილებით, ვიცე-პრემიერის პოსტი დაიკავა საგარეო საქმეთა მინისტრმა, მიხეილ ჯანელიძემ. მთავრობის დღევანდელ სხდომაზე გიორგი კვირიკაშვილმა განაცხადა, რომ საგარეო პოლიტიკა ყოველთვის პრიორიტეტული იყო, თუმცა, ვიცე-პრემიერად საგარეო საქმეთა მინისტრის დანიშვნა ხაზს უსვამს ამ პრიორიტეტის მნიშვნელობას საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური კურსის წარმატებით განსახორციელებლად.

XS
SM
MD
LG