Accessibility links

ოკუპირებულ რეგიონებში შექმნილი ვითარება საქართველოში აკრედიტირებულ ელჩებს გააცნეს


საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში შექმნილი ვითარების გამო, საგარეო საქმეთა სამინისტროში გაიმართა შეხვედრა ქვეყანაში აკრედიტებულ ელჩებთან. მინისტრის მოადგილემ, დავით დონდუამ უცხოელ დიპლომატებს დეტალურად გააცნო ოკუპირებულ ტერიტორიებზე რუსეთის ბოლოდროინდელი, უკანონო ქმედებები, მათ შორის ე.წ. საზღვრის გავლების პროცესის განახლება და ადამიანის უფლებათა ხელყოფის ფაქტები. „ჩვენ გვაშფოთებს ხელოვნური ბარიერების და მავთულხლართების გავლების განახლება, გახშირებული დაკავებები, რუსეთის გამალებული მილიტარიზაცია და ასევე, ის, რომ აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლება აპირებს გალის რაიონში მცხოვრები ქართველებისთვის რაღაც, დროებითი დოკუმენტების დარიგებას“ - განუცხადა ჟურნალისტებს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, დავით დონდუამ.

გამოიწერეთ ჩვენი YouTube-ის არხი:

XS
SM
MD
LG