Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უკრაინას აკრიტიკებენ პაველ შერემეტის მკვლელობის დღემდე უშედეგო გამოძიების გამო


საერთაშორისო ორგანიზაცია „ჟურნალისტთა დაცვის კომიტეტი“ აკრიტიკებს უკრაინას ჟურნალისტ პაველ შერემეტის მკვლელობის დღემდე უშედეგო გამოძიების გამო. ორგანიზაციის ანგარიშში აღნიშნულია, რომ გამოძიების მსვლელობაში ჯერ არავინ დაუკავებიათ და პასუხზე მეტი შეკითხვა არსებობს მკვლელობიდან თითქმის ერთი წლის შემდეგაც. შერემეტი დაიღუპა 20 ივლისს კიევში ავტომანქანის აფეთქების შედეგად. „ჟურნალისტთა დაცვის კომიტეტის“ შეფასებით, საჭიროა დამოუკიდებელი გამოძიების ჩატარება, რადგან უკრაინის საგამოძიებო ორგანოებს არა აქვთ მოპოვებული სამხილები იმ ვარაუდების დასასაბუთებლად, რომ მკვლელობის უკან რუსეთი დგას. დამოუკიდებელი გამოძიება საჭიროდ ითვლება მომხდარში უკრაინის შესაძლო მონაწილეობის დასადგენადაც.

XS
SM
MD
LG