Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აშშ-ის პრეზიდენტი პარიზში ჩავა ბასტილიის დღის აღსანიშნავ ზეიმზე დასასწრებად


აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი და პირველი ლედი მელანია ორდღიანი ვიზიტით ესტუმრებიან საფრანგეთს და 14 ივლისს დაესწრებიან ეროვნული დღესასწაულის, ბასტილიის დღის აღსანიშნავ ზეიმს. წელს აღინიშნება აგრეთვე პირველ მსოფლიო ომში შეერთებული შტატების ჩართვის მე-100 წლისთავი. თეთრი სახლის ცნობით, დაგეგმილია ტრამპისა და საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონის შეხვედრა, რომლის დროსაც იმსჯელებენ სირიაში კონფლიქტზე და მსოფლიოში ტერორიზმთან ბრძოლაზე. მაკრონმა ტრამპი გასულ თვეში, სატელეფონო საუბრისას მიიწვია საფრანგეთში. საზოგადოებრივი აზრის შემსწავლელი „პიუს კვლევითი ცენტრის“ ბოლოდროინდელი გამოკითხვის შედეგებით, საფრანგეთში მოქალაქეების სულ 14%-ს სჯერა, რომ დონალდ ტრამპს შესწევს მსოფლიო პოლიტიკაში სწორი ნაბიჯების გადადგმის უნარი.

XS
SM
MD
LG