Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ანტარქტიკაში შელფურ მყინვარს მოწყდა აისბერგი, რომელიც ტრილიონ ტონაზე მეტს იწონის


ანტარქტიკაში ყინულოვან შელფს მოწყდა უზარმაზარი აისბერგი, რომელიც ახლა ჩრდილოეთის მიმართულებით მოძრაობს. მეცნიერთა ინფორმაციით, 5800 კვადრატული კილომეტრი ფართის აისბერგი, სადღაც, 10-12 ივლისს მოწყდა ლარსენის შელფურ მყინვარს, მასში წლების წინ ბზარის წარმოქმნის შედეგად. სიგრძეში 175-კილომეტრიანი აისბერგი ერთ-ერთი უდიდესია ბოლო 30 წელიწადში აღრიცხულებიდან. მის გალღობამდე რამდენიმე წელი გავა. ის ტრილიონ ტონაზე მეტს იწონის. ვარაუდობენ, რომ აისბერგის ჩამოშორება არ გამოუწვევია გლობალურ კლიმატურ ცვლილებებს. მაგრამ მკვლევრები შიშობენ, რომ მისი ჩამოშორება ხელს შეუწყობს შელფური მყინვარის დაშლის პროცესს. ვარაუდობენ, რომ ანტარქტიკაში ლარსენის შელფური მყინვარის გალღობის შემთხვევაში, ზღვის დონე მსოფლიოში 10-მდე სანტიმენტრით აიწევს.

XS
SM
MD
LG