Accessibility links

იტალია მასპინძლობს ევროკავშირისა და დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნების სამიტს


იტალიის ქალაქ ტრიესტში გაიხსნა ევროკავშირისა და დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნების სამიტი - მეოთხე ასეთი შეხვედრა, რომელსაც საფუძველი ჩაეყარა 2014 წელს. მოსალოდნელია, რომ ევროკომისია გამოაცხადებს რეგიონის ეკონომიკური ზრდის ფინანსური ხელშეწყობის ახალ პროგრამას, ხოლო ბალკანელი ლიდერები ხელს მოაწერენ ხელშეკრულებას მათი სატრანსპორტო ქსელების ინტეგრაციის შესახებ და მოილაპარაკებენ რეგიონული ეკონომიკური ზონის შექმნის გეგმაზე. ევროკავშირს, რომელიც 28 წევრ სახელმწიფოს აერთიანებს, სურს დემონსტრირება, რომ კვლავინდებურად მზად არის ბალკანეთში გაფართოებისათვის, ოფიციალური გაფართოების პროცესის 2019 წლამდე შეჩერების მიუხედავად. ბალკანეთით ევროკავშირის დაინტერესების დამატებითი მიზეზია რუსეთის მზარდი გავლენა რეგიონზე, რომელსაც მოსკოვი მიიჩნევს თავისი ტრადიციული გავლენის სფეროდ. რუსეთის გავლენა ყველაზე თვალსაჩინოა სერბიაში მაშინ, როცა მოსკოვის ასევე ტარდიციულმა მოკავშირე ჩერნოგორიამ გადამწყვეტი მნიშვნელობის ნაბიჯი გადადგა დასავლეთისაკენ, წელს ნატოში გაწევრიანებით.

XS
SM
MD
LG