Accessibility links

პოლ რაიანი: რუსეთის სანქციებზე მოქმედებას აფერხებს პროცედურული საკითხი


აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის სპიკერი, პოლ რაიანი აცხადებს, რომ სურს რაც შეიძლება სწრაფად გადაიდგას ნაბიჯები რუსეთისთვის და ირანისთვის ახალი, გამკაცრებული სანქციების დაწესების მიზნით, თუმცა მოქმედებას აფერხებს პროცედურული საკითხები. რაიანმა, რომელიც რესპუბლიკურ პარტიას წარმოადგენს, 12 ივლისს განაცხადა, რომ ამ ეტაპზე მისი პარტია დემოკრატებთან მუშაობს საიმისოდ, რომ კანონპროექტი სენატს დაუბრუნდეს, ამ საკითხებზე სამუშაოდ. "არსებობს გარკვეული საკითხები, ჩვენ ზუსტად უნდა ვიცოდეთ, რომ ამით ირიბად რუსეთის ოლიგარქებს და ნავთობკომპანიებს დახმარებას არ გავუწევთო", უთხრა რაიანმა ჟურნალისტებს. კანონპროექტს ეწინააღმდეგება თეთრი სახლი - ის აცხადებს, რომ კანონპროექტი პრეზიდენტ დონალდ ტრამპს შეზღუდავს რუსეთთან მიმართებით, სანქციების სამომავლო პოლიტიკის და მასში ცვლილებების შეტანის უფლებამოსილების თვალსაზრისით.

გამოიწერეთ ჩვენი YouTube-ის არხი:

XS
SM
MD
LG