Accessibility links

რუსეთში სასამართლომ ოცწლიანი პატიმრობა მიუსაჯა ნემცოვის მკვლელობაში ბრალდებულ დადაევს


მოსკოვის საოლქო სამხედრო სასამართლომ13 ივლისს ოცწლიანი პატიმრობა მიუსაჯა ზაურ დადაევს, ბატალიონ „სევერის“ ყოფილ მებრძოლს, რომელიც ბრალდებულია ოპოზიციონერ რუს პოლიტიკოს ბორის ნემცოვის მკვლელობისათვის. მას და კიდევ ერთ ბრალდებულ, ტამერლან ესკერხანოვს, რომელსაც სასმართლომ თოთხმეტწლიანი პატიმრობა მიუსაჯა, რადიო თავისუფლების კორესპონდენტის ინფორმაციით, სასამართლომ ჩამოართვა სამხედრო წოდება და ორდენები. სასამართლომდე ბრალმდებელი დადაევისათვის უვადო პატიმრობას ითხოვდა. ამავე საქმეზე ბრალდებულ ანზორ და შადიდ გაბუშაევებს 19 და 16 წლით პატიმრობა მიუსაჯა სასჯელის მკაცრი რეჟიმს კოლონიაში მოხდით. მეხუთე ბრალდებულ - ხამზატ ბახაევს 11 წლიანი პატიმრობა შეეფარდა. ბორის ნემცოვი 2015 წლის 27 თებერვალს მოკლეს მოსკოვში. ბორის ნემცოვის ქალიშვილი ჟანა და ოჯახის ადვოკატები სასამართლო პროცესიის მსვლელობის დროს აცხადებდნენ,რომ ნემცოვის მკვლელობა არ გახსნილა და რომ მკვლელობასთან კავშირი აქვს ჩეჩნეთის ლიდერს, რამზან კადიროვს.

XS
SM
MD
LG