Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კიევში მუშაობა დაიწყო ევროკავშირ-უკრაინის სამიტმა


კიევში 13 ივლისს მუშაობა დაიწყო ევროკავშირ-უკრაინის სამიტმა, რომლის დროსაც პრეზიდენტი პეტრო პოროშენკო შეეცდება დაარწმუნოს ევროკავშირის ლიდერები, რომ მიიღონ ერთობლივი განცხადება, რომელშიც საუბარი იქნება უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანების პერსპექტივაზე. თუმცა, ევროკავშირის ზოგიერთი წევრი ქვეყანა, მათ შორის ნიდერლანდი, ამის წინააღმდეგია. ევროკავშირის საბჭოს პრეზიდენტ დონალდ ტუსკთან შეხვედრის დროს უკრაინის პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ მაღალი შეფასება მისცა უკრაინის მოქალაქეებისათვის უვიზო რეჟიმის ამოქმედებას ევროპასთან და განაცხადა, რომ „საკუთარი მომავლის არჩევაში უკრაინელ ხალხს ხელს ვერავინ შეუშლის“.

XS
SM
MD
LG