Accessibility links

ევროკავშირი რუსეთს მოუწოდებს გაათავისუფლოს ყველა უკრაინელი პატიმარი


ევროკავშირის საბჭოს პრეზიდენტმა დონალდ ტუსკმა რუსეთს მოუწოდა, დაუყოვნებლად გაათავისუფლოს უკანონოდ დაკავებული ყველა უკრაინელი მოქალაქე, მათ შორის რეჟისორი ოლეგ სენცოვი, რომლის დაბადების დღეც დაემთხვა კიევში ევროკავშირ-უკრაინის სამიტს. „28 ივნისს ევროკავშირმა გადაწყვიტა კიდევ გაეხანგრძლივებინა რუსეთის მიმართ დაწესებული ეკონომიკური სანქციები. ამასთან დაკავშირებით, მსურს პატივი მივაგო ცნობილ უკრაინელ რეჟისორსა და მწერალ, ოლეჰ სენცოვს, რომელიც ყირიმში დააპატიმრეს და გაასამართლეს. დღეს, როგორც თქვენ თქვით პეტრო (პოროშენკოს მიმართავს), მისი დაბადების დღეა. მოვუწოდებ დაუყოვნებლად გაათავისუფლონ რუსეთსა და ყირიმის ნახევარკუნძულზე უკანონოდ დაპატიმრებულიუკრაინის ყველა მოქალქე“, - განაცხადა დონალდ ტუსკმა. უკრაინელ რეჟისორს რუსეთში მისჯილი აქვს 20-წლიანი პატიმრობა, ყირიმში ტერაქტების მზადების ბრალდებით. სენცოვი დააპატიმრეს მას შემდეგ, რაც რუსეთმა ყირიმის ანექსია მოახდინა. კიევში 13 ივლისს მუშაობა დაიწყო ევროკავშირ-უკრაინის სამიტმა, რომლის დროსაც პრეზიდენტი პეტრო პოროშენკო შეეცდება დაარწმუნოს ევროკავშირის ლიდერები, რომ მიიღონ ერთობლივი განცხადება, რომელშიც საუბარი იქნება უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანების პერსპექტივაზე.

XS
SM
MD
LG