Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

FBI-ს დირექტორობის კანდიდატი მხარს უჭერს არჩევნებში რუსეთის ჩარევის საქმის გამოძიებას


აშშ-ის გამოძიების ფედერალური ბიუროს დირექტორის პოსტზე წარდგენილი კრისტოფერ რეი აცხადებს, რომ თანამდებობაზე დამტკიცების შემთხვევაში იგი სრულად დაუჭერს მხარს 2016 წლის პრეზიდენტის არჩევნებში რუსეთის ჩარევის თაობაზე მიმდინარე გამოძიებას. ამის თაობაზე რეიმ განაცხადა 12 ივლისს სენატის იუსტიციის საქმეთა კომიტეტში გამოსვლის დროს. აშშ-ის იუსტიციის სამინისტროს 50-ი წლის მაღალი რანგის მოხელე, პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა აშშ-ის გამოძიების ფედერალური ბიუროს დირექტორის პოსტზე მას შემდეგ წარადგინა, რაც თანამდებობიდან გაათავისუფლა მისი წინამორბედი ჯეიმს კომი. 12 ივლისს სენატის საკომიტეტო მოსმენაზე გამოსვლის დროს კრისტოფერ რეიმ აღნიშნა, რომ იგი მკაცრად დაუპირისპირდება ნებისმიერ მცდელობას, რომელიც წინ აღუდგება დაწყებულ გამოძიებას რუსეთის ხელისუფლების წარმომადგენლებსა და დონალ ტრამპის საარჩევნო შტაბის წევრებს შორის შესაძლო კავშირებზე.

XS
SM
MD
LG