Accessibility links

გიორგი კვირიკაშვილი: არასოდეს შევეგუებით ოკუპაციას


საქართველოს პრემიერ-მინისტრი აცხადებს, რომ ხელისუფლება არასოდეს შეეგუება ოკუპაციას და ყველა მექანიზმს აამუშავებს, რომ მომავალი თაობა ამ უმძიმესი მემკვიდრეობისგან გათავისუფლდეს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა ბათუმში, მე-14 საერთაშორისო კონფერენციაზე „საქართველოს ევროპულ გზა - რეგიონული სტაბილურობის უზრუნველყოფა“ სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. გიორგი კვირიკაშვილმა მადლობა გადაუხადა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიას საქართველოში, როგორც ერთადერთ საერთაშორისო მექანიზმს, რომელსაც მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ ადგილზე უსაფრთხოებასა და სტაბილურობაში და ვითარების ესკალაციის პრევენციაში. პრემიერის თქმით, ამ მხრივ დიდი დატვირთვა აქვს ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენლის ინსტიტუტს და ჩართულობის პროგრამებს.

XS
SM
MD
LG