Accessibility links

ბათუმში გაიხსნა საერთაშორისო კონფერენცია „საქართველოს ევროპული გზა"


ბათუმში გაიხსნა მე-14 საერთაშორისო კონფერენცია, „საქართველოს ევროპული გზა - რეგიონული სტაბილურობის უზრუნველყოფა.“ ორდღიან კონფერენციაში მონაწილეობენ საქართველოს, ევროკავშირის და „აღმოსავლეთის პარტნიორობის“ წევრი ქვეყნების აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების, სამოქალაქო საზოგადოების, აკადემიური წრეების, ბიზნესის და მედიის წარმომადგენლები. ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის ინფორმაციით, კონფერენციის დღის წესრიგშია ევროპის უსაფრთხოების თანამედროვე არქიტექტურა, ევროკავშირსა და მის ასოცირებულ და პარტნიორ ქვეყნებს შორის თანამშრომლობის ახალი ფორმები და საქართველოს როლი რეგიონული სტაბილურობის უზრუნველყოფაში. კონფერენციაზე განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა ენერგოუსაფრთხოებისა და ენერგეტიკული ბაზრების დივერსიფიკაციის საკითხებს და გაიმართება დისკუსია ენერგეტიკული ბაზრის ლიბერალიზაციის და ასოცირების შეთანხმებების განხორციელების თემებზე.

XS
SM
MD
LG