Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ ვლადიმირ პუტინს ვაშინგტონში მიიწვევს


აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ ვაშინგტონში მიიწვევს რუსეთის ლიდერს, ვლადიმირ პუტინს, მაგრამ არა ახლა. როგორც 13 ივლისს გამოქვეყნებულ თეთრი სახლის პრესრელიზშია აღნიშნული, დონალდ ტრამპმა ამის შესახებ განაცხადა პრესკონფერენციაზე, რომელიც მან გამართა თვითმფრინავის ბორტზე, როდესაც მიფრინავდა საფრანგეთში, პრეზიდენტ ემანუელ მაკრონთან მოლაპარაკებებზე. 12 ივლისს როიტერთან ინტერვიუში, დონალდ ტრამპმა კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი, რომ 7 ივლისს ჰამბურგში ვლადიმერ პუტინთან გამართული პირველი შეხვედრისას, რუსეთის ლიდერმა უარყო კრემლის მონაწილეობა ამერიკის პრეზიდენტის არჩევნებში. ტრამპის სიტყვებით, პუტინთან ამ თემაზე საუბარს ორსაათიანი შეხვედრიდან 25 წუთი დაუთმო.

XS
SM
MD
LG