Accessibility links

ტრამპი პოლიტიკაში „სტანდარტულ პრაქტიკას“ უწოდებს თავისი ვაჟის შეხვედრას რუს ადვოკატთან


აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა 13 ივლისს პოლიტიკური კამპანიის მიმდინარეობისას „სტანდარტული პრაქტიკა“ უწოდა მისი ვაჟის შეხვედრას რუს ადვოკატთან, იმ იმედით, რომ ადვოკატი მას მისი მამის დემოკრატი მეტოქის, ჰილარი კლინტონის შესახებ მიაწვდიდა დამაზიანებელ ინფორმაციას. „ამ შეხვედრას უმეტესობა დათანხმდებოდა“ - განაცხადა ტრამპმა საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე და დასძინა - ამას ეწოდება ოპოზიციის, შენი ოპონენტის შესახებ კვლევის წარმოებაო. პრეზიდენტის ამ განცხადებების ფონია აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის სპიკერის, პოლ რაიანის მოწოდება პრეზიდენტის ვაჟის, უმცროსი დონალდ ტრამპის მისამართით, რომ მან რუს ადვოკატ ნატალია ვესელნიცკაიასთან თავისი შეხვედრის შესახებ კონგრესს მისცეს ჩვენება. უმცროსი ტრამპი აცხადებს, რომ კონგრესთან ითანამშრომლებს. ეს იქნება პირველი შემთხვევა, რომ პრეზიდენტის ახლო გარემოცვის წევრი ჩვენებას მისცემს იმ კომიტეტების წინაშე, რომლებიც იძიებენ რუსეთის მცდელობებს გავლენა მოეხდინა აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებზე.

გამოიწერეთ ჩვენი YouTube-ის არხი:

XS
SM
MD
LG