Accessibility links

მერიის თანამშრომელ ოთარ აბესაძეს წინასწარი პატიმრობა შეეფარდა


თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ, რომან ხორავამ, აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა თბილისის მერიის თანამშრომელს, ოთარ აბესაძეს, რომელიც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა ქრთამის აღების ბრალდებით დააკავეს. მოსამართლემ პროკურატურის შუამდგომლობა დააკმაყოფილა, აბესაძის დაცვის მხარე 15 ათასი ლარის ოდენობის გირაოს შეფარდებას ითხოვდა. უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, გამოძიებამ დაადგინა, რომ 2017 წლის მაისში, აბესაძე საქართველოს მოქალაქეებს დაპირდა დახმარებას მდინარე მტკვარზე, ტივზე არსებული კაფის და შესაბამისი ინფრასტრუქტურის მოწყობისათვის საჭირო ნებართვის დაჩქარებული წესით აღებაში და სანაცვლოდ მოითხოვა 3000 აშშ დოლარი. დანაშაულის დამტკიცების შემთხვევაში, ბრალდებულს ექვსიდან ცხრა წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.

გამოიწერეთ ჩვენი YouTube-ის არხი:

XS
SM
MD
LG