Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მაკრონმა პატივი მიაგო ნიცაში 2016 წლის 14 ივლისს ტერაქტის შედეგად დაღუპულთა ხსოვნას


საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი 14 ივლისს ხმელთაშუა ზღვისპირა კურორტ ნიცაში ჩავიდა და, საგანგებო ცერემონიაზე, პატივი მიაგო ერთი წლის წინ ტერაქტის შედეგად დაღუპულთა ხსოვნას. 2016 წლის 14 ივლისს ნიცაში დაიღუპა 86 ადამიანი, როცა თავდამსხმელი სატვირთო ავტომანქანით შეიჭრა ხალხში, საფრანგეთის ეროვნული დღესასწაულის, ბასტილიის დღის აღნიშვნის დროს. მანამდე ემანუელ მაკრონმა ჩაიბარა სამხედრო აღლუმი პარიზში, სადაც წელს საპატიო სტუმრად იყო მიწვეული აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი. პარიზის სამხედრო აღლუმში მონაწილეობა მიიღეს ამერიკელმა სამხედროებმაც, პირველ მსოფლიო ომში შეერთებული შტატების ჩართვის მე-100 წლისთავთან დაკავშირებით. პარიზშიც და ნიცაშიც უსაფრთხოების გაძლიერებულ ზომებს მიმართავენ.

XS
SM
MD
LG