Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ეგვიპტის ზღვისპირა კურორტზე ორი უცხოელი ტურისტი მოკლეს


ეგვიპტის ზღვისპირა კურორტზე დანით შეიარაღებულმა პირმა მოკლა ორი უცხოელი ტურისტი ქალი. დაჭრილია ოთხი ადამიანი. ცნობების თანახმად, თავდასხმა წითელი ზღვის პირას, ჰურგადაში მოეწყო. ქალაქის გუბერნატორმა გააკეთა განცხადება ორი ტურისტის ქალის დაღუპვაზე, მაგრამ არ უთქვამს, რომელი ქვეყნიდან, ან ქვეყნებიდან იყვნენ ისინი. სხვადასხვა ცნობაში მათ უკრაინელებად, გერმანელებად და ჩეხებად მოიხსენიებენ. ეგვიპტის შინაგან საქმეთა სამინისტრო აცხადებს თავდამსხმელის დაკავების შესახებ. 14 ივლისის ამ თავდასხმამდე რამდენიმე საათით ადრე, ხუთი ეგვიპტელი პოლიციელი მოკლეს კაიროს მეზობლად, ქალაქ გიზაში. მათ ეგვიპტის პირამიდების მახლობლად, მოტოციკლიდან გაუხსნეს ცეცხლი შეიარაღებულმა პირებმა.

XS
SM
MD
LG