Accessibility links

საქართველოს ავიახაზებმა მავნებლური უწოდა რუსეთის მიერ დაწესებულ სანქციას


ავიაკომპანია „საქართველოს ავიახაზებში“ მავნებლური პოლიტიკა უწოდეს რუსეთის ტრანსპორტის სამინისტროს გადაწყვეტილებას, რომელიც მოსკოვის მიმართულებით ფრენებს უკრძალავს აღნიშნულ ავიაკომპანიას. როგორც „საქართველოს ავიახაზების“ გენერალურმა დირექტორმა გივი დავითაშვილმა უთხრა ახალი ამბების სააგენტო „ინტერპრესნიუსს“, მიზეზი, რომელიც რუსეთის ოფიციალურმა უწყებამ დაასახელა არ შეესაბამება სინამდვილეს და „ურალის ავიახაზებისთვის“ რეისების შესრულებაზე უარი „საქართველოს ავიახაზებს“ არ უთქვამს. მანამდე რუსულმა მედიამ რუსეთის ტრანსპორტის სამინისტროზე დაყრდნობით გაავრცელა ცნობა, რომლის თანახმად რუსეთმა „საქართველოს ავიახაზების“ რეისები შეზღუდა, ვინაიდან ქართული მხარე რუსული ავიაკომპანია „ურალის ავიახაზების“ მიმართ თავის ვალდებულებებს არ ასრულებს. “საქართველოს ავიახაზებში“ აცხადებენ, რომ ადრე თუ გვიან, ადეკვატური ნაბიჯი უნდა გადაიდგას საქართველოს მხრიდანაც და შეუჩერდეს რუსულ ავიაკომპანიას ფრენის უფლება საქართველოში.

XS
SM
MD
LG