Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსმა ლობისტმა ტრამპის შვილს სავარაუდოდ ჰილარი კლინტონზე ინფორმაცია მიაწოდა


ასოშიეიტედ პრესის ცნობით, გასულ წელს რუსმა ლობისტმა შეხვედრის დროს, დონალდ ტრამპის შვილს გადასცა საქაღალდე, რომელიც შეიცავდა დემოკრატთა საპრეზიდენტო კანდიდატ ჰილარი კლინტონის დამაზიანებელ ინფორმაციას. აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა 13 ივლისს პოლიტიკური კამპანიის მიმდინარეობისას „სტანდარტული პრაქტიკა“ უწოდა მისი ვაჟის შეხვედრას რუს ადვოკატთან, იმ იმედით, რომ ადვოკატი მას მისი მამის დემოკრატი მეტოქის, ჰილარი კლინტონის შესახებ მიაწვდიდა დამაზიანებელ ინფორმაციას. მანამდე ტელეკომპანია NBC-იმ გაავრცელა აცნობა, რომლის თანახმად, რუს ადვოკატს, რომელიც 2016 წლის ივნისში აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის უფროს შვილს და მისი საპრეზიდენტო კამპანიის სხვა წევრებს შეხვდა, თან ახლდა რუსული წარმოშობის ამერიკელი ლობისტი, რომელიც წარსულში საბჭოთა კონტრდაზვერვის ოფიცერი იყო - იუწყება აშშ-ის ტელეკომპანია NBC. ტელეკომპანიამ 13 ივლისს გაავრცელა ცნობა, რომ ლობისტი - რომლის სახელს არ ასაჯაროვებენ - თან ახლდა რუს ადვოკატ ნატალია ვესელნიცკაია შეხვედრაზე, რომელშიც მონაწილეობდნენ უმცროსი დონალდ ტრამპი, პრეზიდენტ ტრამპის სიძე, ჯარედ კუშნერი და კამპანიის ხელმძღვანელი, პოლ მანაფორტი. აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის სპიკერმა, პოლ რაიანმა, მოუწოდა პრეზიდენტის ვაჟს, უმცროს დონალდ ტრამპს, რომ მან რუს ადვოკატ ნატალია ვესელნიცკაიასთან თავისი შეხვედრის შესახებ კონგრესს მისცეს ჩვენება. უმცროსი ტრამპი აცხადებს, რომ კონგრესთან ითანამშრომლებს. ეს იქნება პირველი შემთხვევა, რომ პრეზიდენტის ახლო გარემოცვის წევრი ჩვენებას მისცემს იმ კომიტეტების წინაშე, რომლებიც იძიებენ რუსეთის მცდელობებს გავლენა მოეხდინა აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებზე.

XS
SM
MD
LG