Accessibility links

სოხუმმა „ყალბი ინფორმაციის“ გავრცელებაში დაადანაშაულა საქართველოს ხელისუფლება


თვითგამოცხადებული აფხაზეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო გაერო-ში საქართველოს ელჩისა და გაერო-ს გენერალური მდივნის შეხვედრას გამოეხმაურა და განაცხადა, რომ ქართული მხარე განაგრძობს საერთაშორისო ფორუმების გამოყენებას აფხაზეთში მიმდინარე მოვლენებზე ცალმხრივი და ყალბი ინფორმაციის გასავრცელებლად. აფხაზურ მხარეს მხედველობაში აქვს 2017 წლის 12 ივლისს გაერო-ში საქართველოს ელჩის შეხვედრა გაერო-ს გენერალურ მდივანთან ანტონიუ გუტერეშთან, რომლის ფარგლებში აფხაზეთში და სამხრეთ ოსეთში უსაფრთხოების უზრუნველყოფისა და ადამიანის უფლებების კონტროლის მიზნით საერთაშორისო მექანიზმების შექმნის მნიშვნელობაზე ისაუბრეს. დე ფაქტო სამინისტროს განცხადებით, საქართველო, დასავლელი პარტნიორების პროტექციის მეშვეობით, ბლოკავს აფხაზეთის წარმომადგენლების მონაწილეობას საერთაშორისო ინსტიტუტების მუშაობაში. სოხუმის მათი განცხადებით, ერთადერთი საერთაშორისო მექანიზმი საქართველო-აფხაზეთის კონფლიქტის დარეგულირებისთვის ჟენევის საერთაშორისო დისკუსიებია და ასევე ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმი.

გამოიწერეთ ჩვენი YouTube-ის არხი:

XS
SM
MD
LG