Accessibility links

თურქეთის არშემდგარი სახელმწიფო გადატრიალებიდან ერთი წელი შესრულდა


15 ივლისს ერთი წელი შესრულდა თურქეთის არშემდგარი სამხედრო გადატრიალებისგან, რომელიც მიზნად ისახავდა პრეზიდენტ რეჯეპ ტაიპ ერდოანის ძალადობრივ გადაყენებას და ძალაუფლების ხელში ჩაგდებას. ოფიციალური ინფორმაციით, გადატრიალების მცდელობის ღამეს თურქეთის 250 მოქალაქე და 35 პუტჩისტი დაიღუპა. გადატრიალების აღკვეთის შემდეგ სამართალდამცველმა ორგანოებმა ქვეყნის მასშტაბით 50 ათასამდე პირი დააპატიმრეს, 100 ათასი - სამსახურიდან დაითხოვეს. სამხედრო გადატრიალების წლისთავამდე ერთი დღით ადრე, 14 ივლისს თურქეთმა განაცხადა, რომ სამსახურიდან დაითხოვეს გადატრიალებასთან კავშირში მყოფი კიდევ 7000 პოლიციელი, სამხედრო და საჯარო მოხელე. 15 ივლისს, არშემდგარი სამხედრო გადატრიალების წლისთავთან დაკავშირებით გაკეთებულ მიმართვაში, თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეპ ტაიპ ერდოანმა განაცხადა, რომ თურქი ხალხის ბრძოლამ 2016 წლის 15 ივლისის სახელმწიფო გადატრიალების მცდელობის წინააღმდეგ მსოფლიო დემოკრატიის ისტორიაში ახალი გვერდი გადაშალა.

XS
SM
MD
LG