Accessibility links

რამზან კადიროვი ამბობს, რომ გეები ჩეჩნეთიდან უნდა მოაშორონ


ჩეჩნეთის პრომოსკოვური ხელისუფლების ლიდერმა რამზან კადიროვმა შეურაცხმყოფელი სიტყვებით მოიხსენა გეები და გამოვიდა წინადადებით, რომ რესპუბლიკის ტერიტორიიდან რაც შეიძლება შორის გააძევონ არატრადიციული სექსუალური ორიენტაციის ადამიანები, რათა ერის „სისხლი გაიწმინდოს“. ამერიკულ ტელეარხ „ნვო“-სთან ინტერვიუში კადიროვმა განაცხადა, რომ ჰომოსექსუალების შევიწროვება არ ხდება, რადგან ასეთი ადამიანები, ჩეჩნეთში უბრალოდ არ არსებობენ. „თუ არიან, წაიყვანეთ ისინი კანადაში, ჩვენგან შორს“, - განაცხადა კადიროვმა. გეების მასობრივ დაპატიმრებაზე, წამებასა და მკვლელობებზე აპრილის თვეში დაწერა დამოუკიდებელმა რუსულმა გაზეთმა „ნოვაია გაზეტამ“. რესპუბლიკის ხელისუფლებამ ჟურნალისტი ცილისწამებაში დაადანაშაულეს, ხოლო რედაქციამ კი მუქარის შემცველი ინფორმაციები მიიღო.

გამოიწერეთ ჩვენი YouTube-ის არხი:

XS
SM
MD
LG