Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რებეკა ჰარმსი ითხოვს პოლიტიკურ თავშესაფარს მუსტაფა ემრე ჩაბუქისათვის


ევროპარლამენტარმა რებეკა ჰარმსმა 16 ივლისს თბილისის ციხეში მოინახულა მუსტაფა ემრე ჩაბუქი და მადლობა გადაუხადა ციხის ადმინისტრაციას, რომელიც პატიმარს კარგად ეპყრობა. მუსტაფა ემრე ჩაბუქმა უნდა მიიღოს პოლიტიკური თავშესაფარი, - ამის შესახებ საქართველოში ვიზიტით მყოფმა ევროპარლამენტარმა, ევრონესტის თანათავმჯდომარემ რებეკა ჰარმსმა სკოლა-ლიცეუმ "სხივში" გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. დემირელის კერძო კოლეჯის ხარისხის მართვის მენეჯერი მუსტაფა ემრე ჩაბუქი 24 მაისს, თბილისში თურქეთის მხარის მოთხოვნით დააკავეს. მას ბრალად ედება წილების გასხვისების მცდელობა ერთ-ერთ ამერიკულ ფირმაზე, რომელიც თურქული მხარის მიერ ფეთჰულა გიულენთან დაკავშირებულ ტერორისტულ ორგანიზაციად არის მიჩნეული. თბილისის საქალაქო სასამართლომ მუსტაფა ემრე ჩაბუქს 25 მაისს სამთვიანი წინასაექსტრადიციო პატიმრობა შეუფარდა.

XS
SM
MD
LG