Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ირანის ლიდერებმა მწუხარება გამოხატეს მარიამ მირზახანის გარდაცვალების გამო


ირანის ლიდერებმა წუხილი გამოხატეს მარიამ მირზახანის გარდაცვალების გამო. 40 წლის მეცნიერი მკერდის კიბოთი 14 ივლისს გარდაიცვალა აშშ-ში, სადაც იგი წლების განმავლობაში მოღვაწეობდა, პრესტიჟულსტენფორდის უნივერსიტეტში. ირანის პრეზიდენტმა ჰასან როუჰანიმ მარიამ მირზახანის უწოდა „ბრწყინვალე მეცნიერი და თავმდაბალი ადამიანი“, რომელმაც „ფართოდ გაუთქვა სახელი ირანს“. ირანული წარმოშობის მათემატიკოსი 2014 წელ სმათემატიკაში ყველაზე პრესტიჟული ჯილდოს - ფილდსის პრემიის პირველი ქალი-ლაურეატი გახდა რიმანის ზედაპირის მოდულარული სივრცეების დინამიკასა და გეომეტრიაში შეტანილი წვლილისთვის. იმის გამო, რომ ნობელის პრემია მათემატიკოსებს არ გადაეცემა, ფილდსის პრემიას ხშირად "მათემატიკოსთა ნობელის პრემიას" უწოდებენ.

XS
SM
MD
LG