Accessibility links

ერაყის მთავრობამ სამხედრო აღლუმით აღნიშნა ქალაქ მოსულის გათავისუფლება


ერაყის დედაქალაქ ბაღდადში ერაყის არმიამ სამხედრო აღლუმით აღნიშნა ქალაქ მოსულის გათავისუფლება, რომელსაც ექსტრემისტული ორგანიზაცია „ისლამური სახელმწიფო“ სამი წლის განმავლობაში აკონტროლებდა. ერთი კვრის წინ ერაყის პრემიერ-მინისტრმა ჰაიდარ ალ- აბადიმ, ოფიციალურად გამოაცხადა დასრულებულად მოსულის გათავისუფლების ოპერაცია, რასაც მთელი ქვეყნის მასშტაბით ერთკვირიანი საზეიმო ღონისძიებები მოჰყვა. 15 ივლისს ბაღდადში გამართულ აღლუმში მონაწილეობდნენ ერაყის არმია, ელიტური კონტრტერორისტული ძალები, ფედერალური პოლიციისა და შიიტური სახალხო ლაშქრის დანაყოფები. დღესასწაულის ფონია, მცირე ბრძოლები მოსულის ცენტრში, ძველ ქალაქში, სადაც ჯერ კიდევ რჩებიან ექსტრემისტების მებრძოლები.

გამოიწერეთ ჩვენი YouTube-ის არხი:

XS
SM
MD
LG