Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ნიდერლანდში იხსნება 2014 წელს უკრაინაში თვითმფრინავის ჩამოგდების შედეგად დაღუპულთა მემორიალი


ნიდერლანდში დღეს ხსნიან 2014 წელს აღმოსავლეთ უკრაინაში სამგზავრო თვითმფრინავის ჩამოგდების შედეგად დაღუპულთა მემორიალს. ავიაკატასტროფამ 298 ადამიანი შეიწირა, მათგან ნახევარზე მეტი ნიდერლანდელები იყვნენ. ამსტდერდამის აეროპორტის მახლობლად, ვიფჰოიზენის პარკში მემორიალის გახსნის ცერემონიაზე იკრიბებიან დაღუპულთა 2000-ზე მეტი ახლობელი, ნიდერლანდის მეფე ვილემ-ალექსანდერი და დედოფალი მაქსიმა, უცხოელი სტუმრები. მალაიზიის ავიაკომპანიის სამგზავრო თვითმფრინავი 2014 წლის 17 ივლისს ამსტერდამიდან კუალა ლუმპურის მიმართულებით მიფრინავმდა, როცა აღმოსავლეთ უკრაინის თავზე რაკეტით ჩამოაგდეს. მანამდე რამდენიმე თვით ადრე აღმოსავლეთ უკრაინაში დაწყებული იყო მთავრობის ჯარებსა და რუსეთის მხარდაჭერით მოქმედ სეპარატისტებს შორის შეიარაღებული კონფლიქტი, რომელიც დღემდე გრძელდება და რომლის შედეგადაც 10 ათასზე მეტი ადამიანია დაღუპული.

XS
SM
MD
LG