Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ევროკავშირი და ბრიტანეთი იწყებენ "ბრექსიტზე" მოლაპარაკების მეორე რაუნდს


ევროკავშირი და ბრიტანეთი იწყებენ მოლაპარაკების მორიგ რაუნდს, "ბრექსიტის", ანუ ევროკავშირიდან ბრიტანეთის გასვლის, პირობების შესათანხმებლად. "ბრექსიტის" საკითხებში ბრიტანეთის მინისტრის, დევიდ დევისი და ევროკავშირის წარმომადგენელი, მიშელ ბარნიე 17 ივლისიდან ოთხი დღის განმავლობაში იმსჯელებენ სხვადასხვა თემაზე. მხარეებს ორ წელიწადზე ნაკლები აქვთ ბრექსიტამდე - იმისაგან დამოუკიდებლად, ბრიტანეთი ევროკავშირს შეთანხმების საფუძველზე დატოვებს, თუ მის გარეშე. მოლაპარაკების პროცესი გასულ თვეში დაიწყო. მოსალოდნელია, რომ მოლაპარაკების მეორე რაუნდის დროს მხარეები რთულ საკითხებს შეეხებიან, მათ შორის ევროკავშირის მოქალაქეების უფლებებს ბრიტანეთში "ბრექსიტის" შემდეგ.

XS
SM
MD
LG