Accessibility links

სამხრეთი კორეა გამოდის ჩრდილოეთთან სამხედრო საკითხებზე მოლაპარაკების ინიციატივით


სამხრეთი კორეა ჩრდილოეთს სთავაზობს სამხედრო საკითხებზე მოლაპარაკებას, საზღვრის გასწვრივ "მტრული მოქმედებების" შესაჩერებლად. სამხრეთ კორეის ეს ინიციატივა მოჰყვა ბოლო კვირებში ჩრდილოეთ კორეის მიერ რაკეტების გამოცდას, რამაც გაამწვავა დაძაბულობა სამხრეთთან, ისევე როგორც შეერთებულ შტატებთან და იაპონიასთან. სამხრეთ კორეის მინისტრმა გაერთიანების საკითხში, ჩო მიუნ-გიონმა 17 ივლისს სეულში გამართულ პრესკონფრენციაზე ისაუბრა მოლაპარაკების ინიციატივის შესახებ. "წითელი ჯვრის ორგანიზაციას შევთავაზეთ მოლაპარაკება ოჯახების გაერთიანებაზე და სამხედრო თემაზე მოლაპარაკება, სამხედრო დემარკაციის ხაზთან მტრული მოქმედებების შესაწყვეტად. ეს ორი წინადადება ეხება ყველაზე მწვავე საკითხებს კორეის ნახევარკუნძულზე, დაძაბულობის განსამუხტად და ჩრდილოეთ და სამხრეთ კორეას შორის თანამშრომლობისათვის", - განაცხადა სამხრეთ კორეელმა მინისტრმა. თუ სეულის ინიციატივას შედეგი მოჰყვება, ეს იქნება მთავრობების დონეზე ორი კორეის პირველი მოლაპარაკება 2015 წლის შემდეგ.

XS
SM
MD
LG