Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გაერო: წლის პირველ ნახევარში არ შემცირებულა ავღანეთის მშვიდობიან მოსახლეობაში ომის მსხვერპლთა რიცხვი


გაეროს მონაცემებით, ავღანეთში 2016 წლის სარეკორდოდ მაღალ მაჩვენებელზე რჩება 2017 წლის პირველ ნახევარში მოკლული და დაჭრილი სამოქალაქო პრების რიცხვი. ავღანეთში გაეროს მისიამ 17 ივლისს გამოაქვეყნა ანგარიში, რომლის თანახმადაც წელს 1 იანვრიდან 30 ივნისამდე დაიღუპა 1662 ადამიანი - 2%-ით მეტი წინა წლის მაჩვენებელთან შედარებით. ამავე პერიოდში 1%-ით შემცირდა დაჭრილი სამოქალაქო პირების რაოდენობა. გაერო აღნიშნავს, რომ სამოქალაქო მსხვერპლის 40%-მდე გამოიწვია ავღანეთის მთავრობასთან მებრძოლი მეამბოხეების ძალადობას - თვითნაკეთი ასაფეთქებელი მოწყობილობების გამოყენებას.

XS
SM
MD
LG